დიდთოვლობამ გურიის სოფლები გარესამყაროს მოსწყვიტა – მოსახლეობა შველას ითხოვს
“არა გზა, არა შუქი, ვინმე რომ ცუდად გახდეს ვერტმფრენი დაგვჭირდება ალბათ, ან კიდევ ავადმყოფის “ლეჟანკით” 10 კილომეტრი გადაყვანა, არავინ ჩვენს ამბავს არ კითხულობს, სახლებიდან ვერ გამოვდივართ, გვიშველეთ ხალხო”
გვეუბნება სატელეფონო საუბრისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მამათის მკვიდრი, ბადრი კილაძე.
მსგავსი შინაარსის სატელეფონო ზარებს “გურიის მოამბე” დილიდან – გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან – ღებულობს.
მოსახლეობა ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ ხალხის ბედით არავინ არ ინტერესდება.
ყველაზე აღმაშფოთებელი ამ ამბებში ისაა, რომ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის პრეს სამსახურები ჩვენს ზარებს არ პასუხობენ და აქედან გამომდინარე ამ დროისათვის ჩვენთვის უცნობია თუ რა ღონისძიებებს ატარებენ ადგილობრივი ხელისუფლებები შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
ცნობისათვის, გურიაში ორი დღეა თოვს, და მხარის მთელ რიგ სოფლებში, თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.
ფოტოები სოციალური ქსელიდან