ერთი დღე საყოველთაოო გაფიცვამდე – ხალხი ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება. 25 თებერვალს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ტრაგიკულ დღეს რუსულ ოკუპაციას და რუსულ რეჟიმს მოქალაქეები ერთდროულად ეტყვიან არას.
ხალხთან ერთად იქნება სალომე ზურაბიშვილი. შეკრება თბილისში ექვსს სხვადასხვა ადგილას არის დაგეგმილი. ექვსი მარში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან გაერთიანდება.
ცნობილია, რომ ხალხი შეკრებას 18:00 საათზე დაიწყებს. ევროპული მომავლის მცველებს შემდეგ მისამართებზე ელოდებიან:
- 17:45 სთ – ვაკის პარკის მიმდებატე ტერიტორიიდან მარო მაყაშვილის სახელობის მარში დაიძვრება
- ამაღლების ქუჩაზე, 17:30 საათზე იუნკერთა სახელობის მარშია ჩანიშნული
- ავლაბრის მეტროსთან 17:30 საათზე შეიკრიბებიან და დაიძრებიან გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარშის მონაწილეები
- მარჯანიშვილის მოედანზე 18:00 საათზე შეიკრიბებიან ვალიკო ჯუღელის სახელობის მარშის მონაწილეები
- 18:00 საათზე სადგურის მოედანზე ვალოდია გოგიაძის სახელობის საპროტესტო გამოსვლა არის ჩანიშნული
- 18:40 საათზე კი სპრტის სასახლიდან გოგი, ალექსი – მესხიშვილის მარშის მონაწილეები დაიძვრებიან.
25 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველო გაიფიცება. გაიფიცება დასაქმებული თუ დამსაქმებელი, ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს სიმდიდრეს, ასაზრდოებენ საქართველოს ეკონომიკას. დავდგებით საკუთარი ოფისებისა და სამსახურების წინ და შემდეგ მარშებად დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები მივალთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც სიცოცხლე ამავე იდეალებისთვის საქართველოს შესწირეს”- ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციას შეუერთდდება ჟურნალისტი მაია ასათიანი:
ვაჩვენოთ რეჟიმს, რამდენ ქართველს არ გვინდა, რომ რუსეთის დროშა ფრიალებდეს საქართველოში – ამბობს “პირველებთან” მაია ასათიანი.