“თუ ომი გაგრძელდება, მსოფლიო ფასები საკვებზე წლის განმავლობაში 40-50%-ით გაიზრდება”

როგორია ომის ფონზე, უკრაინაში ეკონომიკური მდგომარეობა – ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუში, უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილე სერგეი ნიკოლაიჩუკმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკა, დაახლოებით, 50%-ით დაეცა.

“უკრაინული საწარმოების 30%-მა მთლიანად შეწყვიტა საქმიანობა, 45%-მა კი, შეამცირა წარმოება. ანუ ეკონომიკა 50%-ზე ოდნავ ნაკლებით დაეცა.

უკრაინის ეროვნული ბანკის რეზერვები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ომამდე იყო – ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარების წყალობით.

თუ ომი გაგრძელდება და უკრაინაში თესვის კამპანია ჩაიშლება, მსოფლიო ფასები მნიშვნელოვან საკვებზე (განსაკუთრებით მარცვლეულზე) წლის განმავლობაში 40-50%-ით გაიზრდება,”- ამბობს უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილე სერგეი ნიკოლაიჩუკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share