რას ნიშნავს გერმანია-საქართველოს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება?

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების შეჩერების სამომავლო სავალალო შედეგებზე მოქალაქეები ალაპარაკდნენ.

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორ სახელმწიფოს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო და ახლგაზრდებს აძლევდა საშუალებას, გერმანიის უნივერსიტეტებში სტიპენდიების დახმარებით ესწავლათ.

აკადემიური სფერო  გერმანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კატასტროფის ტოლფასად აფასებს, რადგან მათივე განმარტებით, ამიერიდან ახალგაზრდები დაკარგავენ გერმანიაში სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას.

”საქართველოს უფინანსებდა ახალგაზრდებს გერმანიაში სწავლას იმ პერიოდშიც კი, როდესაც საქართველოში იყო სამოქალაქო ომი, ჯაბა იოსელიანი მართავდა სახელმწიფოს. ამ გადაწყვეტილებამდე რომ მივედით, ეს მეტყველებს იმაზე, როგორ კატასტროფულ ვითარებაშია სახელმწიფო, რაც ძალიან სამწუხაროა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო კარგავს შესაძლებლობებს ყოველ დღე, რაც “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში”. – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ. 

“თავისუფლების მოედნის” ლიდერი, ლევან შატბერაშვილი კი ამბობს, რომ სწორედ გერმანული სტიპენდიას იღებდნენ და ამით სარგებლობდნენ არალეგიტიმურ ხელისუფლებაში მყოფი პირები, რომლებიც ახლა შვილების თაობას, ანტიდემოკრატიული პოლიტიკიდან გამომდინარე, განათლების მიღების თავისუფლებას უზღუდავენ.

”საქართველოსთვის და ქართული მეცნიერებისთვის კატასტროფის ტოლფასია. 90-იანი წლებიდან, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული უკვე არსებობს საქართველოში და მთლიანად კავკასიაში ძალიან დიდი ურთიერთობა სამეცნიერო. შეიძლება ითქვას, ქართულ მეცნიერებას აცოცხლებდა. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ გაცვლითი პროგრამები. უშუალოდ სტუდენტებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია, იმიტომ რომ ისინი ვეღარ მოახერხებენ თუნდაც მოკლე ან რამდენიმე წლიანი სტიპენდიების მიღებას. ამ სტიპენდიებით ისარგებლა საქართველოს მთავრობაში და არამხოლოდ საქართველოს მთავრობაში მყოფმა არაერთმა პოლიტიკოსმა”, – ამბობს ლევან შატბერაშვილი.

საქართველოში გერმანიის ელჩი პლატფორმა X-ზე წერს, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share