„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც 200-ზე მეტი ჟურნალისტი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. კამპანიას – Free Mzia Today ცალკეული ჟურნალისტები, პრესის თავისუფლების დამცველები, უფლებადამცველები და ჟურნალისტური ორგანიზაციები უერთდებიან.
“საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია, მოუხსნას მას არაპროპორციული ბრალდებები და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.
ჩვენ გვერდში ვუდგავართ მზია ამაღლობელს, “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთს”, მის კოლეგებს და საქართველოს ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტს.” ნათქვამია განცხადებაში.