ივანიშვილი “მონანიების“ გმირია და ზუსტად ისე დაასრულებს, როგორც ვარლამ არავიძემ დაასრულა – მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი ბიძინა ივანიშვილს “მონანიების“ გმირს, ვარლამ არავიძეს ადარებს და ამბობს, რომ ისიც იგივენაირად დაასრულებს, როგორც არავიძემ.

“საქართველოში არასდროს გამოვა ის, რაც რუსეთში მოხდა“, – ამბობს  მაია ასათიანი.

ჟურნალისტი თქმით, “ეს თაობა ამ ქვეყანას ივანიშვილს და რუსეთს არ დაანებებს.“

”თენგიზ აბულაძის “მონანიებაში“ მგონია მთელი ქვეყანა, თითქოს, დრო გადაახვიეს და 1937 წელია. ბიძინა ივანიშვილი ამ რეალობაში აცხოვრებს ქვეყანას, ოღონდ ავიწყდება, რომ თვითონაც “მონანიების“ გმირია და ზუსტად ისე დაასრულებს, როგორც ვარლამ არავიძემ დაასრულა. 

საქართველოში არასდროს გამოვა ის, რაც რუსეთში მოხდა, რადგან ეს არის ვიწრო სოციალური კავშირების ქვეყანა, სადაც ყოველი მეორე ერთმანეთის ახლობელია და ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვისი ახლობელიც არ ზის ციხეში. მათ მართლა გონიათ, რომ ყველას დაიჭერენ, მაგრამ ეს 37 წელი არ არის, ეს 21-ე საუკუნეა.

ამ თაობას უკან, რუსეთის ბორკილებში ეს კაცი ვეღარ შეათრევს.  ეს თაობა ამ ქვეყანას ივანიშვილს და რუსეთს არ დაანებებს. ამ ფულზე გაგიჟებულმა კაცმა, რომელსაც ჰგონია, რომ ცას გამოეკიდება, რადგან ვიღაც შამანმა ჩასჩურჩულა, რომ ხეს თუ ჩაეხუტება დიდხანს იცოცხლებს, გადაწყვიტა, რომ ქვეყანას კურსი შეუცვალოს, ასე არ მოხდება, რადგან ჩვენ ბევრნი ვართ.

ივანიშვილმა ბევრი ფული დახარჯა რომ საზოგადოების საპატივცემულო ნაწილის გული მოეგო, შემდეგ კი მიუბრუნდა და მოსთხოვა მხარდაჭერა. ახლა კი ზუსტად იცის, ვინ უჭერს მხარს და ვინ არა და ეს ძალიან არ მოსწონს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე კინოს და თეატრის წარმომადგენლები გარეთ არიან გამოსულნი და ანდრო ჭიჭინაძეს გულშემატკივრობენ, ვერც კი წარმოიდგენდა ამას, რადგან ეგონა, რომ თეატრს დააფინანსებდა და ჯიბეში ჩაისვამდა“, – ამბობს ასათიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share