სამოქალაქო სოლიდარობის კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი. საკვები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების პროდუქტები – ის რაც დღემდე ვერ გააკეთა სახელმწიფომ, აკეთებენ მოხალისეები. სტიქიის ეპიცენტრში უკვე ათეულობით მოხალისე იმყოფება და უპატრონოდ მიტოვებულ მოსახლეობას ეხმარება. თოვლით დაფარულ სოფლებში ჩარჩენილი ხალხისთვის დღეს ერთადერთი შვება, სწორედ მათი გამოჩენა იყო.
სტიქიის ეპიცენტრში მოხალისეეების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება, ადგილზე მუშაობს მათ მიერ შეყვანილი მძიმე ტექნიკა და შექმნილია სპეციალური შტაბები, ახალგაზრდებმა ადგილზე ჩაიყვანეს ბურანები, რომლის მეშვეობითაც მიუვალ ადგილებში მისვლას მოახერხებენ, მუშაობას დაიწყებს დრონებიც, რომლითაც ოჯახებს პროდუქტებს მიწვიდან, მოხალისეები კილომეტებს გაადიან რომ შიმშლისთვის განწირულ ხალხს მცირე საკვები მაინც მიაწოდონ.
თოვლის ტყვეობაში ჩარჩენილი ხალხის დასახმარებლად საგანგებო რეჟიმით მუშაობს “ნანუკას ფონდი”, სტიქიის ეპიცენტრში შექმნილია ათეულობით შტაბი, სადაც საკვებს და მედიკამენტებს აგროვებენ და მოხასილეების დახმარებით არიგებენ.