პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელსაც მეზობლის მონად გაყიდვას ედავებიან – პროკურატურა ამტკიცებს, რომ ფონიჭალაში მცხოვრებმა, ფუად იბრაგიმოვმა 38 წლის კამილ კამალოვი ირანში მონად ცნობილ ნარკობარონს 50 ათასი დოლარის ვალის სანაცვლოდ გაუგზავნა.
მსჯავრდებული ფუად იბრგიმოვი, რომელსაც დაუსწრებლად 14 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ტვ პირველთან პირველ ინტერვიუში ადასტურებს, რომ მსხვერპლი კამალ კამალოვი ირანში ნამდვილად ტყვედ ჰყავდათ, თუმცა ამტკიცებს, რომ მას ბრალი არ მიუძღვის და პირიქით, მძევლად აყვანილი კაცის გამოხსნაში მონაწილეობდა.
კამალ კამალოვი ჰყვება, რომ მონად გაყიდვიდან სამი თვის განმავლობაში სიკვდილის თვალებში ყოველდღე უყურებდა.
“ვიყავი უმძიმეს მდგომარეობაში, ბნელ, ნესტან სარდაფში ჩაკეტილი. შუქი არ შემოდიოდა, საკვებს დღეში ერთხელ მაჭმევდნენ, თან მცემდნენ ვიყავი დაბმული, როცა უნდოდა მიშვებდნენ. ეს იყო წარმოუდგენელი რეალობა რომშიც აღმოვჩნდი”- წერია ჩვენებაში.
საქმიას მასალების თანახმად, ყველაფერი კი გასულ წელს ფონიჭალაში დაიწყო, როდესაც კამალ კამალოვის სახლთან მისი მამიდაშვილი, რენატ სამედოვი და ფუად იბრაგიმოვი მივიდნენ და ირანში ფოლადის საწარმოში მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზეს. კამალოვი, რომელიც ხელოსანია, შეთავაზებას დათანხმდა. რამდენიმე დღეში კი პროკურატურის ვერსიით, ის მსჯავრდადებულებმა სარფის საზღვრამდე მიაცილეს და ირანში გაუშვეს. კაცი თეირანში აღმოჩნდა, სად დღეში კი სახლში, სადაც კამილოვი ცდილობდა, მისთვის უცნობი კაცი მივიდა და უთხრა რომ ის მის ტყვე იყო.
საქმის მასალების მიხედვით, კაცი, ზედმეტ სახელით „მაჰმუდი” ირანელი ნარკობარონი აღმოჩნდა. კამილ კამალოვის წამება კი მის გამოჩენის წუთიდან დაიწყო, ნარკოდილერმა ფონიჭალიდან ირანში სამუშაოდ ჩასულ 39 წლის კაცს პასპორტი და ტელეფონი ჩამოართვა და პირდაპირ უთხრა, რომ საქართველოში ირანიდანდიდი ოდენობით ნარკოტიკები გაგზავნა, ფულის გადახდას ფონიჭალელი რეალიზატორები ვაგვიანენ, ამიტომ კამილოვი მასთან ე.წ. ტყვედ დარჩებოდა. მის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ, რაც სამედოვმა და იბრაგიმოვმა, ნარკობარონი ტელეფონზე დაბლოკეს, ამას მისი სასტიკი მეთოდებით წამება მოყვა.
წამება და არაადამიანური მოპყრობა თვეების განმავლობაში გაგრძელდა, საბოლოოდ, კამილ კამალოვს ნარკობარონმა ოჯახთან დაარეკვინა. კაცმა მშობლებს პოლციაში მისვლა და შველა სთხოვა. “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული საქმის მასალებით დგინდება, რომ ბოლოს პოლიციაში დარეკა თავად ნარკობარონმაც, ის ერთ ერთ პოლიციელს პირადად კამილოვთან ერთად ვიდეო ზარით ესაუბრა და უთხრა, რომ ტყვეს იმ შემთხვევაში გაათავისუფლებდა, თუ იბრაგიმოვს და სამედოვს დააკავებდნენ, გადაგზავნა ფოტო და ვიდეო მასალაც, სადაც სავარაუდოდ საქართველოში გამოგზავნილი სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი იყო გადაღებული.
საბოლოოდ, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული რენატ მამედოვის დაკავება მოახერხეს, ფუად იბრაგიმოვთან დასაკავებლად მისულ პოლიციას კი ის ადგილზე დახვდა, თუმცა მისი აყვანა ვერ შეძლეს ის გაიქცა და საქართველოს საზღვრის დატოვებაც მოახერხა.