იაპონელი ადმირალი და გურია

იაპონელი ადმირალი და გურია
.
1905 წლის 15 მაისს (ძველი სტილით) კუნძულ ცუსიმასთან, ამავე დასახელების სრუტეში იაპონელთა ფლოტმა გაანადგურა რუსეთის ფლოტი. იაპონელების ფლოტს ამ ბრძოლაში ხელმძღვანელობდა ვიცე ადმირალი ჰეიჰაჩირო ტოგო. რუსების მარცხის ამბავმა მალე გურიაშიც ჩამოაღწია, სადაც უკვე დაწყებული იყო გურული გლეხების წინააღმდეგობა რუსული იმპერიული პოლიტიკისადმი და პრაქტიკულად ფორმირებული იყო გურიის რესპუბლიკა, როგორც მოგეხსენებათ გურიის რესპუბლიკამ არსებობა 1906 წლის დასაწყისში შეწყვიტა, მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერიამ გურიის აჯანყება სასტიკად ჩაახშო და ოზურგეთი გადაწვა.
.
ძველ დროში მომისმენია, რომ გურიაში ამ მოვლენების კავშირმა სათავე დაუდო ერთ მეტად უცნაურ მოვლენას, კერძოდ გურიაში რუსების სასტიკი მარცხის შემდეგ ოაპონელი ადიმირალის საპატივცემულოდ გახშირდა ბავშვებისათვის სახელად ტოგოს დარქმევა (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სახელი ტოგონა მანამდეც გვხვდებოდა დასავლეთ საქართველოში). ეს ამბავი კი მხოლოდ ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილი ჩემთვის პატივსაცემი და განათლებული ადამიანის მონათხრობია, რომელიც ჩემი აზრით სავსებით ლოგიკური გახლავთ.
.
ფოტოზე – ვიცე ადმირალი ჰეიჰაჩირო ტოგო
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share