მაშინ როცა ოზურგეთში ხალხი დახმარებას ითხოვს, ვასილ ჩიგოგიძეს ტრაქტორით ეზოს უწმენდენ – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოსაც აქვვეყნებს.
”ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ის თვეების წინ მსახიობებს თეატრის სცენიდან, ყურით ჩამოთრევით ემუქრებოდა.
ვასილ ჩიგოგიძეს ტრაქტორით უწმენდენ ეზოს თოვლისგან!! ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელი, რომელმაც თავი მისი განცხადებით დაგამახსოვრათ, როცა მსახიობებს თეატრის სცენიდან, ყურით ჩამოთრევით ემუქრებოდა, თუ გაბედავდნენ და პროტესტს გამოთქვამდნენ. გამორჩეულ ბიძინას თაყვანისმცემელ ქოცს სახლში ეახლა ტრაქტორი და ეს ხდება მაშინ, როცა ხალხი ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი, დახმარებას, შველას ითხოვს, საკვებს, მედიკამენტს ვერ აწვდიან ადამიანებს უგზობის გამო!!! ამ დროს კაცს ეზოს უწმინდავენ 😡😡 რა გჭირთ ხალხო?? მართლა რას დაემსგავსეთ?”, – წერს თათია ნიკოლაშვილი.