გიორგი კეკელიძის მდგომარეობა სტაბილურია

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ამ დროისთვის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსში”, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

გიორგი კეკელიძე კლინიკაში რამდენიმე საათის წინ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

“პაციენტი შემოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების, 112-ის მიერ. მდგომარეობა შემოსვლისას იყო საყურადღებო. ჰქონდა გულის რევა, ღებინება, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ რისკების გათვალისწინებით, ჯერჯერობით რჩება ინტენსიურ განყოფილებაში და იმყოფება მონიტორინგის ქვეშ”, – თქვა მიმღების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა მესხიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share