ოლიგარქი ივანიშვილის წარმომადგენლებმა პარლამენტში, შეზღუდვები ონლაინ -მედიასა და გაზეთებსაც დაუანონსეს. კომიტეტის სხდომაზე, სადაც მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს, იურიდიული კომიტეტს თვითგამოცხადებულმა თავმჯდომარემ გორდულაძემ, განაცხადა, რომ ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება, რაც დამატებითი გამოწვევაა:
“ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება. დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის წყაროები და ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმებიდან და ონლაინმედიებიდან, არის გამოწვევა და რეალურად, საზოგადოება ინფორმაციის დიდ ნაწილს ამ მედიებიდან იღებს. ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ინტერესი დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის კუთხითაც. აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს”, თქვა გორდულაძემ.