“ივანიშვილის ძალაუფლება არის საცერივივით” – ნინო ჯანგირაშვილი

თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი, რომლის სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს და იყო მისთვის მრავალწლიანი პატიმრობის მისჯის მოლოდინი, გავრცელებული ინფორმაციით საზღვარგარეთ გაიქცა:

“ივანიშვილის ძალაუფლება არის საცერივით. ნუ გიკვირთ ბაჩიაშვილის გაქცევა.

თუ ფული და ჭკუა გაქვს ივანიშვილი ფეხებს მოგჭამს. ამიტომ ცდილობს გააღატაკოს და დააშტეროს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი.

მე არ ვეძებ შეთქმულების თეორიებს ბაჩიაშვილის გაქცევაში. მოუნდა და გაიქცა. მორღვეული და ჩამპალი აქვს საზღვარიც და სახელმწიფოც ამ კაცს და ნეტა რა გიკვირთ?

რეალურად ჩვენს შიშებზე და ეჭვებზე დგას ივანიშვილის ძალაუფლება“, – წერს ფაისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share