ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) გამოაქვეყნა დასკვნის დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ქართული ოცნების მიერ 13 დეკემბერს და 6 თებერვალს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე.
ODIHR-ის თქმით, სახელმწიფოს აქვს “პოზიტიური ვალდებულება დისკრიმინაციის გარეშე დააფასოს, დაიცვას და ხელი შეუწყოს ამ უფლებების განხორციელებას”.
მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია, როგორც დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტურლი საზოგადოების ერთ-ერთ ფუძედ, სადაც ადამიანებს ან სხვადასხვა წარმომავლობისა და შეხედულების მქონე ჯგუფებს შეუძლიათ გააჟღერონ თავიანთი მოსაზრებები, შეიკრიბონ და ურთიერთქმედონ მშვიდობიანად – სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება დისკრიმინაციის გარეშე დააფასოს, დაიცვას და ხელი შეუწყოს ამ უფლებების განხორციელებას.
მშვიდობიანი შეკრებისა თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ეფექტური დაცვა ხელს შეუწყობს ღია დემოკრატიის კულტურის განვითარებას, რაც შექმნის არაძალადობრივი მონაწილეობის საშუალებას და გააძლიერებს დიალოგს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე
ნებისმიერი შეზღუდვა მშვიდობიანი, თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის მიმართ უნდა აკმააყოფილებდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს სამ მკაცრ ნაწილს – ის უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, ემსახურებოდეს საერთაშორისო სამართლის მიერ სრულად აღიარებული, ლეგიტიმური მიზნების დაცვას და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი, პროპორციული უნდა იყოს.
ასევე, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს არადისკრიმინაციული – სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებას, რაც უნდა აისახოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკაში.
ამ უფლებების შეზღუდვის განხილვისას, სხვების უფლებებთან ან უფრო ფართო საზოგადოებრივ ინტერესებთან შეთავსების მიზნით, სახელმწიფომ უპირატესებოა უნდა მიანიჭოს ხელშეწყობას ზედმეტ ან არაპროპორციულ შეზღუდვებზე
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში 2025 წლის 3 თებერვალს იყო წარდგენილი, ხოლო მიღებულ იქნება დაჩქარებული წესით, 2025 წლის 6 თებერვალს, რომელიც ამავე დღეს, პარლამენტის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ყოველგვარი ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესების გარეშე გამოაცხადა.
მათ წარადგინეს რიგი ახალი შეზღუდვებისა, მშვიდობიანი, თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს ზღუდავს, ის ასევე ითვალისწინებს მკაცრ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სასჯელებს – მათ შორის, ხანგრძლივ პატიმრობას და მნიშვნელოვნად გაზრდილ ჯარიმებს.
ODIHR აღიარებს მნიშვნელოვან გავლენას ახლახანს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და მის განხორციელებაზე.
ODIHR ასევე მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნას, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები იქნას გადახედილი.
ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო დებულება, მათ შორის სპონტანური შეკრების დაუყოვნებლივ შეტყობინების მოთხოვნა, დახურულ სივრცეებში ან შენობებში შეკრების ზოგადი აკრძალვა მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, დროებითი სტრუქტურების აღმართვისა და სახის ნიღბებით ან სხვა საშუალებებით დაფარვის აკრძალვა, ასევე მკაცრი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციები უნდა გაუქმდეს ან მთლიანად გადაიხედოს.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ არაპროპორციული სასჯელი თავისთავად შეიძლება იყოს საკმარისი საფუძველი მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევისთვის.
შეკრებების აკრძალვის სხვა შემოთავაზებული საფუძვლები უნდა გადაიხედოს ან, სულ მცირე, უფრო ფრთხილად და ვიწროდ შეიზღუდოს, რათა ისინი უფრო მკაფიოდ განისაზღვროს, მათ შორის, პროპორციულად, რათა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობაზე არაპროპორციული გავლენა არ მოხდეს.
ამასთან, უნდა გაუქმდეს ადმინისტრაციული დაკავების დებულება, როგორც სანქცია “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის დარღვევისთვის, როგორც ეს ცვლილებებით არის გათვალისწინებული.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა, რაც დაკავშირებულია “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის დარღვევებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი პროპორციულობა სიხლისსამართლებრივი დევნის მიყენებულ ზიანთან”. – წერია ოდირის დასკვნაში.
ODIHR დოკუმენტში ასევე წარმოადგენს რეკომენდაციებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფელად:
ა. “ორგანიზატორისა“ და დაკავშირებული პასუხისმგებლობების განსაზღვრაზე:
1. შეკრებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში „ორგანიზატორის“ განმარტება უნდა დაზუსტდეს და უფრო მკაცრად განისაზღვროს, უნდა ამოიშალოს ბუნდოვანი ფორმულაციები, რომლებიც ეხება „ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც უძღვება ან ღონისძიებას სხვა მხრივ აორგანიზებს“, პარალელურად კანონი უნდა შეიცვალოს და აცნობიერებდეს, რომ ყველა შეკრებას შეიძლება იდენტიფიცირდებადი „ორგანიზატორები“ ან „პასუხისმგებელი პირები“ არ ჰყავდეს;
2. „ორგანიზატორები“ და „პასუხისმგებელი პირები“ უნდა გათავისუფლდნენ ნებისმიერი ვალდებულებისგან, რომლებიც ხელისუფლებას აკისრია, როგორიცაა სამედიცინო დახმარების მიწოდება, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა, სატრანსპორტო მოძრაობის კონტროლი და დანაშაულის აღმოფხვრა, „ორგანიზატორები“ ასე უნდა გათავისუფლდნენ ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან, რომლებიც სხვათა ქმედებებზე აკისრიათ;
ბ. სპონტანური შეკრებებისთვის შეტყობინების საჭიროება უნდა გაუქმდეს ან, სულ მცირე, იმ შემთხვევაში, როდესაც სპონტანურ შეკრებას ნათლად იდენტიფიცირებული (და ვიწროდ განსაზღვრული) „ორგანიზატორი/ორგანიზატორები“ ჰყავს, მის შესახებ მხოლოდ ლოკალური ან პოლიციის თანამდებობის პირების შეტყობინების შესაძლებლობის უნდა დაიშვას; თუ შეტყობინების ვალდებულები შენარჩუნდება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სპონტანურ შეკრებებს ნათლად იდენტიფიცირებადი „ორგანიზატორები“ ჰყავთ, შეტყობინების საჭიროებები მინიმალური და მარტივი უნდა იყოს და არასათანადოდ დამამძიმებელი არ უნდა იყოს, ამავდროულად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ მხოლოდ დაუმორჩილებლობა რაიმე სასჯელის დაკისრებას არ განაპირობებს, არც მშვიდობიანი შეკრების დაშლის საფუძველს იძლევა და არც ძალის გამოყენებას ან ორგანიზატორების ანდა მონაწილეების კრიმინალიზაციას ანდა დაკავებას ამართლებს.
გ. ადგილმდებარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით:
1. დახურულ სივრცეებში ან შენობებში მფლობელის წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე შეკრების ჩატარებაზე ზოგადი აკრძალვა გაუქმდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ასეთი სივრცეები/შენობები შეკრებებისთვის გამოსადეგია და, როგორც წესი, საზოგადოებისთვის ღიაა, ამავდროულად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ საქმეები ინდივიდუალურად შეფასდება, რათა წინააღმდეგობრივი უფლებები და ინტერესები დაბალანსდეს და სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ეფექტიანი გამოყენება უზრუნველყოფილი იყოს.
2. კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ფარგლებში შეკრებების აკრძალვის საფუძველი უფრო ვიწროდ უნდა განისაზღვროს და გარკვეულ ადგილმდებარეობებზე შკრებების ჩატარების ზოგიერთი საფუძველი უნდა გადაიხედოს, ამავდროულად, კანონი ფორმულირებული უნდა იყოს იმგვარად, რომ შეწყნარებულია წესრიგის გარკვეული დონით დარღვევა, მათ შორის, შენობების შესასვლელების, მაგისტრალების, ასევე ხიდების, ესტაკადების ან საკვანძო სატრანსპორტაციო კერების დროებითი ბლოკირების მხრივ და მონაწილეებს საკმარისად დიდი დრო/შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რათა თავიანთი შეხედულებები მშვიდობიანად გამოხატონ.
დ. შეკრების მეტოდებისა და გზების შეზღუდვებზე:
1. სრულად უნდა გადაიხედოს დროებითი სტრუქტურების აღმართვის შეზღუდვა და, ნაცვლად ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქმეების ინდივიდუალური შეფასება, საწინააღმდეგო უფლებებისა და ინტერესების ბალანსი, ამავდროულად, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ეფექტიანი გამოყენება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
2. უნდა დადგინდეს, რომ შეკრება სამართალდამცავებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაშალონ, თუ ის მშვიდობიანი აღარ არის (რამდენიმეს მიერ ძალადობრივ ქმედებებს გასცდა) ან მაშინ, როდესაც ნათელი მტკიცებულება არსებობს სერიოზული ძალადობის მოახლოებული საფრთხის შესახებ, რომელიც ნაკლებად დამაბრკოლებელი, მეტად პროპორციული ზომებით გონივრულად ვერ მოგვარდება
3. სრულად უნდა გადაიხედოს საღეების ნიღბებით ან სხვა საშუალებებით დაფარვის საყოველთაო აკრძალვა, ამავდროულად, განსაზღვრული უნდა იყოს შეზღუდული გარემოებები, როდესაც ნიღბების აკრძალვა ან მოშორება მკაცრად გამართლებულია, მაგალითად მოახლოებული ძალადობის დემონსტრირებადი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში ან მაშინ, როდესაც მოცემული ორგანიზატორის ან მონაწილის ქცევა დაკავების შესაძლო მიზეზს იძლევა, სახის დაფარვა კი მათ იდენტიფიცირებას ხელს უშლის.
ე. მე-9 მუხლის მე-6 ქვეპუნქტიდან და მე-14 მუხლის პირველი ქვეპუნქტიდან სრულად უნდა იყოს ამოღებული ისეთი შეკრებების აკრძალვა, რომლებიც, მტკიცების თანახმად, ახალისებენ „არცერთ ბიოლოგიურ სქესთან აფილიაციას, ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ გენდერთან აფილიაციას, იგივე ბიოლოგიური სქესის პიროვნებებს შორის სქესობრივ ურთიერთობებს, ან ინცესტს“, როგორც ეს „ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული.
ვ. სასჯელებსა და სანქციებზე:
1. შეკრებებისა და დემონსტრაციების კანონის დარღვევის შემთხვევაში შესწორებების მიერ გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავება გაუქმდეს.
2. შეკრებისა და დემონსტრაციების კანონის ადმინისტრაციული დანაშაულების კოდექსის 1741-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დაწესებული ჯარიმები უნდა გადაიხედოს და მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, განსაკუთრებით მცირე დარღვევების შემთხვევაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ისინი პროპორციულია იმ ზიანის, რომელიც მათ შეიძლება განაპირობოს.
3. ადმინისტრაციული დანაშაულების კოდექსის 209-ე მუხლი უნდა გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული დაკავება და მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმები მხოლოდ სასამართლომ შეიძლება გადაწყვიტოს.