“იმ ქვეყნის მთავრობა, რომელმაც გაწირა ჩემი შვილი, ჩემ ცრემლს ვეღარ დაინახავს. მე დღეს მებრძოლი დედა ვარ“,– ამის შესახე ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა განაცხადა.
ბიზნესმენის დედამ სინდისის პატიმრების დედებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თუ ისინი ნებას დართავენ, აუცილებლად შეუერთდება მათ პროტესტს.
“ჩემთვის იქნება პატივი, რომ მათ შევუერთდე და იმედია მიმიღებენ“– აღნიშნა წერეთელმა.
”გუშინ, როგორც გავიგე, საპროტესტო აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს ჩემ შვილს, მძევალს და პოლიტპატიმარს, გიორგი ჩიკვაიძეს, ეს გააკეთეს სინდისის პატიმრის დედებმა და იქ მყოფმა ადამიანებმა. მე მათ მინდა, მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, მე აქციებზე სულ ვიყავი, უბრალოდ, ამ სიტუაციამ მოიტანა ის, რომ ახლა იქ ვერ ვდგავარ, რადგან უფრო დიდი საქმე მაქვს გასაკეთებელი, ჩემი შვილი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და აქ უფრო საჭირო ვარ. თუ ნებას დამრთავენ და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ, მე მათ აუცილებლად შევუერთდები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის დიდებული ქალბატონების წრე, ჩემთვის იქნება პატივი, რომ მათ შევუერთდე და იმედია მიმიღებენ“, – განაცხადა ეკა წერეთელმა.
მისი თქმით, მისმა შვილმა ერთხელ თქვა ისეთი ფრაზა, რომელიც მას ძალიან ამხნევებს: მე არ მჭირდება ჭირისუფალი, მე მჭირდება თანამებრძოლი მშობლები.
”მე ვარ მებრძოლი დედა, რომელიც აცხადებს ბრძოლას, მე არ ვიცი, რა იქნება ჩემი სხვა გეგმები, მაგრამ ასეთია ჩემი შვილის სურვილი და მას გვერდში ვუდგავარ“,- დასძინა მან.