ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა – ორგანო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

ვენეციის კომისია 2024 წლის დეკემბერში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს – კომისია წერს, რომ “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ცვლილებები არადემოკრატიულ გარემოში მიიღო.

მათივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ცვლილებები არა ერთპარტიულად ყოფილიყო დამტკიცებული, არამედ ფართო წრეში განეხილათ და პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს ჰქონოდა.

ვენეციის კომისიაში ფიქრობენ, რომ ცვლილებებით კონსტიტუციური სამართლის უამრავი პრინციპი ირღვევა, სწორედ ამიტომ ორგანო მოითხოვს, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დაუყოვნებლივ გაუქმდეს.

ვენეციის კომისია შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:
გაუქმდეს 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებები.
საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრა უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული საარჩევნო კოდექსის დონეზე, მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე.
ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, ოლქების საზღვრების გადახედვისა და განსაზღვრის პასუხისმგებლობა უნდა გადაეცეს დამოუკიდებელ ორგანოს.
საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი მომავალი ცვლილება განხორციელდეს ფართო და ყოვლისმომცველი რეფორმის ფარგლებში და არა ცალკეული, ფრაგმენტული ცვლილებების გზით. რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს საარჩევნო სისტემის სრულ და სისტემურ მიმოხილვას და უზრუნველყოფდეს სტაბილურობის პრინციპის დაცვას.
ასეთი ყოვლისმომცველი მიმოხილვა უნდა დაეფუძნოს მკაფიო, დეტალურ და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს, მოიცავს წინასწარ რეკომენდაციებსა და ფართო კონსულტაციებს და სრულად ხორციელდება კეთილსინდისიერად. აუცილებელია, რომ არსებობდეს სათანადო პროცედურული და სასამართლო გარანტიები, ასევე მექანიზმები, რაც საშუალებას მისცემს დროულად შეფასდეს ნებისმიერი დარღვევა ან არასათანადო შესრულება.
ამასთან, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცვლილებების მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

 

პროცედურული ხარვეზების გარდა, 2025 წლის ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შემოღებულ იქნა ცვლილებები. არჩევნებამდე ცვლილებების ერთი წლით ადრე დამტკიცება საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპს ეწინააღმდეგება. საარჩევნო კანონის ფუნდამენტური წესები ერთი წლით ადრე ცვლილებებისთვის ღია არ უნდა იყოს.” – ნათქვამია ანგარიშში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share