ბათუმი შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი მასალკინი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“რამდენიმე გოგონა – გამყიდველი მაღაზიის ვიტრიდან გაოცებულები ღიმილით უცქეროდნენ ნაგვის კონტეინერს, რომელშიც ვარდების ულამაზესი თაიგული იყო მოთავსებული.
კონტეინერის ჩავლისას, თვალი თაიგულზე მიმაგრებულმა ბარათმა მიიპყრო… არ დავიზარე და წარწერა წავიკითხე: „გილოცავ სიყვარულის დღეს“ – და მამაკაცის სახელი…
ვიღაცისთვის ვალენტინობის დღე აშკარად წარუმატებული აღმოჩნდა…”
alia.ge