1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს ისეც ასცდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9687 ლარი იყო.
ევროს კურსი კი 3.4348 ლარია. დღეისთვის კი 1 ევრო 3.3594 ლარი ღირდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
შეგახსენებთ, ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს 4 თებერვალს ჩამოსცდა.