აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი.
ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას ესაუბრება ქვეყნის ელექტროსადგურების ამერიკული ფირმების მიერ ფლობის პოტენციალის შესახებ.
“იშვიათ მინერალებზე შეთანხმება შედგა. მალე მოვაწერთ ხელს. ახლა ტერიტორიაზე ვსაუბრობთ”, – თქვა ტრამპმა საკუთარ კაბინეტთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში შეხვედრა შედგა. საუბრის თემა ძირითადად შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა იყო.