გერმანია “დარბევაზე პასუხისმგებელ” მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვებს უწესებს

გერმანია აქციების “დარბევაზე პასუხისმგებელ” ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვებს უწესებს

ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.

“თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც დარბევაზე არიან აპასუხისმგებელნი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share