“გერმანიის გადაწყვეტილება, დააწესოს პერსონალური სანქციები ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ძალიან მისასალმებელია” – ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე გერმანიის მიერ საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკების დასანქცირებას.
ლიეტუველი ევროპარლამენტარი წერს, რომ ევროკავშირის დონეზე სანქციებს ორბანი ბლოკავს, ამიტომ ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ინდივიდუალური სანქციები უნდა დააწესოს.
”გერმანიის გადაწყვეტილება, დააწესოს პერსონალური სანქციები ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიაზე არიან პასუხისმგებლები, ძალიან მისასალმებელია. ვინაიდან ევროკავშირის დონეზე აღნიშნულ სანქციებს ორბანი ბლოკავს, ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, გერმანიამ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.