სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტსა და სეიმის თავმჯდომარეს შეხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 მარტს ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედასა და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარეს, საულიუს სკვერნელისს შეხვდება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა სეიმის პლენარულ სხდომაზე.

ვილნიუსში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის (GSSC) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში.

ასევე, დაგეგმილია ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share