“ასულთა ქვეყანა” – კიდევ ერთი მოსაზრება ტოპონიმ “ოზურგეთთან” დაკავშირებით
.
ალბათ არ არსებობს საქართველოში ტოპონიმი, რომლის წარმომავლობა იმდენ აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს რამდენსაც “ოზურგეთი”. მაგალითად ისტორიკოსის და ეთნოგრაფის ივან შოპენის აზრით სიტყვა „ოზურგეთი“ ნიშნავს „ქალწულთა ქვეყანას“ (Доныне в Гурiи, столица Гурiеля называется Озург-эти – страна дѣвиц).
.
საინტერესოა, რომ შოპენის აზრით სიტყვა ოზურ-გეთი უკავშირდება ოძრხეს, რომელიც მისივე თქმით არ არის ქართული წარმომავლობის და ამასთანავე სიტყვა “ოძრხეში” მკვეთრად ისახება ფუძე “ოზურგ“ – ქალწული (Одзркосъ. – Форма сего имени едвали принадлежитъ языку Картвеловъ. Впрочемъ, въ немъ довольно явственно выказываетс я корень Озургъ – дѣвица);
.
შოპენის ნაშრომის ეს მონაკვეთი ეძღვნება ამორძალებს, რა დროსაც იგი ცდილობს დაასაბუთოს ანტიკურ ეპოქაში ამიერკავკასიაში ამორძალების არსებობა. შოპენი ზუსტად არ განმარტავს სადაური უნდა იყოს “ოზურგ” და ზოგადად მისი განმარტებები ნაკლებად დამაჯერებელია, მაგრამ წასაკითხად საინტერესოა.
.
ზემოხსენებულთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მე-16-19 საუკუნის ევროპულ პუბლიკაციებში “ოზურგეთი” ძალიან ხშირად არის მოხსენებული როგორც “ოსურგეთი” (Osourgheti; osurgheti; osurgeti). ლაზურად კი სიტყვა “ოსური” ნიშნავს ასულს ან ქალს (ოსური (ათინ.) – ქალიშვილი, ასული: “ქარ ოსური ქონარგუ” – ერთი ასული შემხვდა).
.
– Шопен Иван Иванович – Новые заметки на древние истории Кавказа и его обитателей (1866 г.)
– გურამ კარტოზია – “ლაზური ტექსტები”

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა