გურიის მოამბე

“აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპირო” – გეგრაფიულ /კონომიკური და კულტურული არეალი

“აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპირო” – გეგრაფიულ /კონომიკური და კულტურული არეალი
.
ადრე არსებობდა გეროგრაფიული და კულტურული არეალი, რომლსაც „აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპიროს“ ეძახდნენ, რომლის ცენტრიც გახლდათ ტრაპიზონი. ამ არეალის შემადგენელი ნაწილი იყო დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო და მათ შორის გურიაც. ბავშობაში გამიგონია შეკითხვაზე – სად მიდიხარ? ხუმრობით უპასუხებდნენ – სადა და ტრაპიზონშიო!
.
ტრაპიზონის გავლენა ძველ გურიაზე წარმუდგენლად დიდი იყო, ტრაპიზონიდან შემოდიოდა გურიაში იარაღი, რკინა, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის საქონელი. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ გურული თავად აზნაურთა დიდი ნაწილი ტრაპიზონში იღებდა განათლებას. მაგალითად გურიის სამთავროს ბოლო საუკუნეების ყველაზე გამოჩენენილ სასულიერო პირებს – იაკობ შემოქმედელსა და პეტრე (იოანე) ჩხატარაისძეს განათლება ტრაპიზონში ჰქონდათ მიღებული.
.
გურულის ჩაცმულობა და ჩაქურა – ასეთივე ტანსაცმელს ატარებდა ღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპიროს ხალხები: ბერძნები, ლაზები, ხემშილები და ა.შ.
.
ე.წ. „გურულ ხანჯალი“ – ამ ტიპის ხანჯალი არის აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპიროსათვის დამახასიათებელი იარაღი.
.
ხორუმი – ლაზური ცეკვა (ხორუმი) “ხაჯლების ხორონი” (biçak horonu), „კაცის ხორონი“ (Herif Horonu) და ა.შ. გაზეთ Тифлисский Вестник“ -ის 1875 წლის ნომერში აღწერილია ბახვში სატაძრო დღეობა და ამ დღეობაზე გურულების შესრულებით “ხორუმი ხანჯლებით”, რომელის აღწერილობა ჰგავს ლაზურ „ბიჩაგ ხორონის“
.
კალანდა ძველი ახალი წელი – აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპიროს ხალხები ასევე აღნიშნავენ ამ დღესასწაულს;
.
ტრაპიზონელი ბერძნების აშენებულია გურიაში არსებული ეკლესია მონასტრების და ნაგებობების მნიშვნელოვანი ნაწილი.
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share