გურიის მოამბე

გურიის პოლიციის უფროსი თბილისში გადაიყვანეს

გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლაშა გოგნიაშვილი ქალაქ თბილისის პოლიციის უფროსად დაინიშნა.

გოგნიაშვილმა ამ თანამდებობაზე თითქმის ერთი წელი იმუშავა. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას.

ლაშა გოგნიაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights