ნაგომრის ციხე
.
ნაგომრის ციხესიმაგრე მდინარე სუფსის ნაპირზე იდგა, ციხის ნანგრევებს სამი მხრიდან მდინარე სუფსა აკრავს და ერთადერთი სახმელეთო მისასვლელი სამხრეთიდან უნდა ჰქონოდა, ამ დროისათვის შემორჩენილია მხოლოდ ციხის გალავნის ნაშთები.
.
ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით ნაგომრის ციხე გურიის მთავრის საკუთრება იყო, ერთი ცნობით იგი ააგო (თუ განაახლა?) მე-18 საუკუნის მიწურულში გურიის მთავარმა სვიმონ მესამემ. ქვით ნაგები ციხე ოთხკუთხედი ფორმისა იყო. გალავანში იდგა მთავრის სასახლე და ხის რამდენიმე სახლი. ციხე გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო, სავარაუდებელია ციხეში ეკლესიის არსებობა.
.
ქველი ჩხატარაიშვილი – გურიის სამთავრო 1959 წელი
ნაგომრის ციხე (chatgpt/com)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა