სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატები ხუთშაბათს, 10 აპრილს გაიმართება-ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს მიიღებს რეზოლუციას და იმსჯელებს შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.
სხდომა საფრანგეთში ამ წუთებში მიმდინარეობს.
პირველი, ვინც სიტყვით გამოვიდა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა, შვედი პოლიტიკოსი იყო. დღეს სტრასბურგში ღიად ითქვა, რომ ადგილობრივი არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრება.
ვითარება საქართველოში უარესდება. გუშინ თბილისის ქუჩებში პროტესტის 130 დღე აღინიშნა. ქართველი ხალხი მმართველი პარტიის ქართული ოცნების ძალადობას და რეპრესიებს აპროტესტებს. ასობით დემონსტრანტს და ჟურნალისტს სცემეს, თუმცა არცერთი პოლიციის ოფიცერი არ მიუციათ პასუხისგებაში, რომელიც კითხვის ნიშანს არ ტოვებს იმაზე, ვინ დგას ამ ძალადობის მიღმა. ევროპის საბჭოს კონგრესმა ღიად თქვა, რომ ადგილობრვი არჩევნები ვერ ჩატარდება ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის გარეშე. როგორც ჩვენმა ასამბლეამ იანვარში თქვა, ახალი არჩვნები იქნება ნაბიჯი წინ, ამას თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება,- განაცხდა შვედმა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.