მზადება 9 აპრილის აქციისთვის და პროტესტის ახალი ტალღა ქვეყანაში – დიდი შეკრება სინდისის პატიმრების გათვისუფლების მოთხოვნით და ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყანაში დღეს 22:00 საათზე, სიმბოლურად, 9 აპრილის მემორიალთან დაიწყება. სტარტს აიღებს ახლი წინააღმდეგობის მოძრაობაც, რომლის სათავეშიც ის მშობლები ჩადგებიან, რომელთა შვილებიც რეჟიმმა ციხეში გამოკეტა.
აქციის მოაწილეები აანონსებენ, რომ პროტესტი იქნება უწყევტი და 9 აპრილის მემორიალთან ისინი რეჟიმის წამომადგენლებს მისვლის უფლებას არ მისცემენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მათ ამის მორალურუ უფლება არ აქვთ.