ბრძოლა ბოლომდე – გიორგი ჩხეიძის წერილი იზოლატორიდან

საქალაქო სსამართლოს ეზოში, საბა სხვიტარიძის პროცესის შემდეგ დაკავებული, გიორგი ჩხეიძე ადვოკატმა მოინახულა.

მან ადვოკატს წერილი გამოატანა, სადაც წერს, რომ “გამარჯვება ხალხშია“.

”ბრძოლა გამარჯვებამდე, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს. მიყვარხართ, გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია, – წერს ჩხეიძე.

ჩხეიძე საქალაქო სასამართლოსთან დღეს დააკავეს. ის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმაა.

მას 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას ედავებიან. ჩხეიძე დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ჯარიმა, ან 2 თვემდე პატიმრობა ემუქრება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share