პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობს, რომ აღდგომის ღამეს, ყველა სტუნდეტი და ახალგაზრდა, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, პარლამენტის წინ უნდა ყოფილიყო, “რათა საზოგადოებას და რეჟიმს დაენახა, რომ სტუდენტები არსად წასულან და ისინი ისევ აჯანყებულები არიან“.
როგორც ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, “ახალგაზრდებს მშვიდობიანი მარშით უბრალოდ იმის დემონსტრირება უნდა მოეხდინათ, კვლავ გაბრაზებულები არიან და ამით გაეგზავნათ მესიჯი რეჟიმისთვის“
“დარწმუნებული ვარ, სია აქვთ შედგენილი და ყველა სტუდენტი იციან, რომლებსაც ქვეყანაში ცხოვრების არანაირ საშუალებას არ მისცემენ“-ამბობს სინდისის პატიმრის მამა.
”რეჟიმის სხვადასხვა მცდელობების გამო, იმ ახალგაზრდების ნაწილი, რომელსაც პროტესტი დღემდე აქვს, ნიჰილიზმმა მოიცვა, ნაწილი დააიმედეს, ნაწილი შეაშინეს და ა. შ. რეჟიმს ყველა ჰყავს დამახსოვრებული, არავის ეგონოს, რომ როცა ქვეყანა რუსეთისკენ წავა, ვინმეს აპატიებენ იმას, 2024 წლის 19 აპრილს მემორიალთან რომ ფიცი დადეს. დარწმუნებული ვარ, სია აქვთ შედგენილი და ყველა სტუდენტი იციან, რომლებსაც ქვეყანაში ცხოვრების არანაირ საშუალებას არ მისცემენ. ჩვენ თუ რუსეთის გუბერნია გავხდით, ისინი ვინც ეწინააღმდეგებოდნენ რეჟიმს და ერთხელ მაინც წამოსცდათ პირიდან, მათ არანაირი მომავალი არ აქვთ ამ ქვეყანაში. აუცილებლად ყველას ძალიან მკაცრდა დასჯიან, ისე მაგრად რომ საუკუნეები ვერავინ გასწორდეს წელში. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას გადატეხავენ წელში, რომ წელში ვეღარ გასწორდნენ. ყველამ იცის, რომ ახალგაზრდა თაობა ხერხემალია ერის და თუ მათ გატეხავენ, ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველება”- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.