“რას ფლობს ლაშა პაპაშვილი, რომელმაც სკლინტი მილიონებად აქცია” – წერს “ფლანგვის დეტექტორი” და “ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ქონებისა და აქტივების ჩამონათვალს აქვეყნებს.
- მისი “რედიქსი” 100+ მლნ დოლარის აქტივებს მართავს.
- 2009-ში მიიღო აბასთუმანში მიწა სასტუმროსთვის – დღემდე არ დაუმთავრებია.
- სახელმწიფომ ₾600 ათასით დააჯარიმა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმა აპატია.
- ფლობს „ჰეშ ბანკს“, რომლის ლიცენზირების პროცესი ეჭვებს ბადებს.
- უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით აწვდის სამხედროებს ₾150 ათასის საკვებს.
- აცხადებს, რომ ივანიშვილმა საქართველოს ომი ააცილა და ქვეყანა ევროკავშირისკენ მიდის.