თეა წულუკიანის შეურაცხყოფის ბრალდებით აქტივისტებს გამომძიებლები უკავშირდებიან და განყოფილებაში იბარებენ. ამის შესახებ, სულ მცირე, ორმა აქტივისტმა, ალბი კორძაიამ და ბექა პაპიაშვილმა დაწერეს.
როგორც კორძაია წერს, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
“დამირეკეს მუწუკიანის საქმეზე. არ იცოდნენ ეტყობა ვის დაურეკეს. შნირი ნაგვები”, – წერს აქტივისტი.
აქტივისტი, ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ მის შემთხვევაში გამოძიება 166-ე მუხლით არის დაწყებული და საქმე თეა წულუკიანის სახლთან გამართულ აქციას უკავშირდება.
“ახლა დამირეკეს შსს-დან. თეა ჯალათიშვილის სახლთან რომ შევიგინე “მოღალატეების დედას შევე** და ვინც ფიქრობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო ყველას დედას შევე**თქო”. საქმის წარმოება დაუწყიათ 166-ე მუხლით… განყოფილებაში მობრძანდითო. რა თქმა უნდა უარი განვაცხადე – სასამართლოში რომ შეიტანთ საქმეს, შემატყობინეთ-თქო… ვიმეორებ ჩემს სიტყვებს უცვლელად: “მოღალატეების დედას შევე** და ვინც ფიქრობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ყველას დედას შევე**”. იგივეს ვიტყვი სასამართლო დარბაზშიც”, – წერს პაპაშვილი.
ორივე აქტივისტი იმ მოქალაქეებს შორის იყო, ვინც 12 აპრილის ღამეს თეა წულუკიანის სახლთან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ მივიდა, რაც თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირული” უწოდა.