“რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს რუსი ივანიშვილის რეჟიმის სახეა” – ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარემ, მამუკა ანდღულაძემ განაცხადა.
ანდღულაძის თქმით, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის ხმას არ აშუქებს.
”რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს არის სახე რუსი ივანიშვილის რეჟიმის. ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც არ აშუქებს ხალხის ხმას. ჩვენს გვყავს პოლიციელები, რომელსაც ჩვენ ვუხდით თანხას და ჩვენი დაცვის ნაცვლად, პირიქით, ჩვენზე ძალადობენ. ეს არის სრული კოლაფსი. ჩვენ ვხედავთ, რომ მზია ამაღლობელი არის გისოსებს მიღმა და ამავე რეჟიმის პირობებში გაშიშვლდა ეს სისტემა,” – ამბობს მამუკა ანდღულაძე.