”აქ საუბარი არის სავიჟო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე, რასაც ევროკავშირი უკვე 2 წელიწადია განიხილავს. ამ თემაზე მსჯელობა დიდი ხანია მიდის, სხვადასხვა ინსტიტუტებში მზადდება დოკუმენტები, თუ რა უნდა იყოს ევროკავშირის სავიზო რეჟიმების მარტივად შეჩერების საფუძვლები. […]
აქ არის თავად პრინციპზე საუბარი, თუ რას უნდა დაეყრდნოს ევროკავშირი, მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დადგება რომელიმე ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის შეჩერება. […]
მოდით, ასე ვთქვათ, ჯერ ეს მექანიზმი თავად უნდა შევიდეს ძალაში, უნდა ამოქმედდეს, ეს, როგორც წინაპირობად. შემდგომ უკვე ეს წინაპირობა თუკი იარსებებს და თუკი სურვილი ექნებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ აამოქმედონ საქართველოსთან მიმართებაში, ამასაც თავისი პროცესი ექნება გასავლელი. ახლა, წინასწარ ამაზე სპეკულირება ნამდვილად არასწორი იქნებოდა, გამოიყენებს თუ არა ევროკავშირი ამას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მოდით, ასე ვთქვათ. იმის ილუზია, რომ ამან შეიძლება საქართველოსთან მიმართებაში რა შედეგი გამოიღოს…
ჩვენ ვნახეთ, რომ შეიძლება, ბრიუსელის ბიუროკრატიას ბევრი რამ ეგონა, რომ ეფექტიანი იქნებოდა საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. სინამდვილეში, მოხდა ისეთი რამ, რომ პირიქით, ქართველი ხალხის მობილიზაცია მოხდა ერთგვარად, სწორედ სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად – როდესაც სასწორზე იდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები, თუ უცხო ქვეყნების ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ამ პროცესში ვართ უკვე კარგა ხანია და გარკვეულწილად ჩვენი ერის და ქართველი ხალხის გამძლეობაც რაღაცნაირად გაიტესტა ამ პროცესში და ახლა უკვე ინსტრუმენტებს, ვინ რას გამოიყენებს, ძალიან მცდარად შეიძლება ფიქრობდეს ვინმე ბრიუსელში: რომ “თუ ეს მექანიზმი ამოქმედდება, ეს გამოიწვევს ქართველი ხალხის გაბრაზებას, მერე ესენი დააბრალებენ ყველაფერს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებას ჩვენ შევცვლით”.