ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება – ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს და წერს რომ დაშავებული არავინაა. მათივე ცნობით, გზაშია დამატებითი მატარებელი:
“გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა.” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.