ჯო უილსონი-“ქართული კოშმარის” რეჟიმმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“ – პრეზიდენტ ტრამპს “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა…”

“ქართულმა კოშმარმა” საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“, ანაკლია ჩინეთს მიყიდა და ტრამპს “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა, ამავდროულად ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“სიგიჟის ახალი დონის მიღწევით, ამერიკის მოძულე “ქართული კოშმარის” რეჟიმმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“, მას შემდეგ რაც თავისი ღრმაწყლოვანი პორტი მიყიდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და პრეზიდენტ ტრამპს “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა. ამავდროულად, ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. საკმარისია. სანქციები და ახალი არჩევნები. #MEGOBARI”, – წერს უილსონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share