“არჩევნები გაუქმებულია…ყველა,ვინც ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე,ის კოლაბორაციონისტი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველია”-მიხეილ სააკაშვილი

არჩევნები გაუქმებულია. ყველა, ვინც ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე ის არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა, რომელსაც დისტანციურად, კლინიკა “ვივა მედიდან” ჩაერთო.

“ლაპარაკია იმაზე, რომ აი, ადგილობრივ არჩევნებზე წავალთ თუ არა. ხალხო, ეს არის ოკუპაციურ-კოლაბორაციული რეჟიმი. არჩევნები გაუქმებულია. ყველა, ვინც ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე, ის არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და შეიძლება, ითქვას, მონპასე, – ამბობს სააკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე. პროცესს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად, “ვივა მედიდან” ჩაერთო და 10 წუთიანი სიტყვის უფლებით ისარგებლა.

მესამე პრეზიდენტმა საუბარი სინდისის პატიმრებისთვის გამოცხადებული სოლიდარობით დაიწყო. სააკაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა ყველას, ვინც ივანიშვილის რეჟიმს სამიზნეში ჰყავს ამოღებული. მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ნანუკა ჟორჟოლიანსაც.

მიხეილ სააკაშვილი  ეხმაურება წულუკიანის კომისიის საქმიანობასაც. მესამე პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ მათი ამოცანა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” და ქართველი ხალხის განადგურებაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share