წვიმა და ელჭექი – 2 მაისის ამინდის პროგნოზი

2 მაისს, პარასკევს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +20, +25°; მთაში დღისით +17, +22°; მაღალმთაში დღისით +10, +15°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, დღისით ზოგან ძლიერი, ელჭექი და შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +20, +25°; მთაში დღისით

+17, +22°; მაღალმთაში დღისით +13, +18°.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share