კიევში რუსული ენა მთლიანად გამოირიცხება კომუნალური სკოლებისა და საბავშვო ბაღების სასწავლო გეგმებიდან.
შესაბამისი გადაწყვეტილება კიევის საკრებულომ მიიღო.
საკითხს ხმა 64-მა დეპუტატმა მისცა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა, განათლებისა და მეცნიერების, ოჯახის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, ვადიმ ვასილჩუკმა განაცხადა, რუსეთთან კონფლიქტის კონტექსტში ენის საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მანვე აღნიშნა, რომ ახლა უადგილო და არასწორია რუსული ენის შესწავლა.
cnews.ge