წელს, საქართველოდან რუსეთში სპირტიანი და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 65%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 40.6 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური და სპირტიანი სასმელის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 24.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის.
,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, ვის ეკუთვნის 5 კომპანია, რომელსაც რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია გააქვს:
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა – სააქციო საზოგადოებას სამეთვალყურეო საბჭო მართავს, სადაც თამჯდომარე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმა დავით დუგლაძეა, თავმჯდომარის მოადგილე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ზაალ დუგლაძის მეუღლე, ეკატერინე დუგლაძე.
შპს Bolero & Company – წილის 100%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს.
შპს GVMT Group – ამ შემთხვევაში, კომპანიის წილს სრულად ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს.
შპს ასკანელი ძმები – წილის 55%-ს გოჩა ჩხაიძე ფლობს 45%-ს კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი, რომელიც ასევე გოჩა ჩხაიძის საკუთრებაა.
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა – კომპანიის 100%-ს ზურაბ ჩხაიძე ფლობს.
ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ არის მოწოდებული, უწყება კი, ჩამონათვალს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.