იანვარ-თებერვალში საქართველომ რუსეთში ექსპორტზე $93 მლნ-ის საქონელი გაიტანა – რა გაგვაქვს?

გამოქვეყნდა 2022 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებში 760.4 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა. ექსპორტი წელს ჯამურად 54.5%-ით გაიზარდა.

ექსპორტის ბაზრების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი, რომელშიც ექსპორტირებულია $95.4 მილიონის საქონელი (ზრდა77%); მეორეზე რუსეთი, სადაც $92.9 მილიონის საქონელი გავიდა (ზრდა 35.6%); მესამეზე კი აზერბაიჯანი, სადაც $92.3 მილიონის პროდუქცია გავიდა (ზრდა 39%).

2022 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინა საქართველოს რიგით მეექვსე საექსპორტო ქვეყანა იყო, სადაც $47.6 მილიონის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა. წინა წელთან შედარებით, უკრაინაში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა.

2022 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომელიც მეტალურგიული ინდუსტრიისთვის წარმოადგენს ნედლეულს. მეორე და მესამე პოზიციებს ღვინო და მინერალური წყლები იკავებენ.

რა საქონელი გაიტანა საქართველომ რუსეთში 2022 წლის იანვარ-თებერვალში:

1 ფეროშენადნობები – $32.7 მილიონი დოლარი, 17,658 ტონა;
2 ყურძნის ნატურალური ღვინოები – $20.1 მილიონი დოლარი, 7,190 ტონა;
3 მინერალური და მტკნარი წყლები – $9.5 მილიონი დოლარი, 17,205 ტონა;
4 თამბაქოს ნაწარმი – $4.9 მილიონი დოლარი, 339 ტონა;
5 ბრენდი და სხვა სპირტიანი სასმელები – $4.1 მილიონი დოლარი, 1,005 ტონა;
6 გაზიანი სასმელები, შაქრით – $3.5 მილიონი დოლარი, 5,243 ტონა;
7 ციტრუსების ნაყოფი – $2.8 მილიონი დოლარი, 4,650 ტონა;
8 ნარჩენები და ჯართი სპილენძისა – $2.3 მილიონი დოლარი, 264 ტონა;
9 მსუბუქი ავტომობილები – $1.7 მილიონი დოლარი,
10 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $1.5 მილიონი დოლარი, 9 ტონა.

რაც შეეხება მთლიან ექსპორტს, იანვარ-თებერვალში, საქართველოს მთავარი სავაჭრო საქონელი ასე ნაწილდებოდა:

1 მადნები და კონცენტრატები სპილენძის – $156.3 მილიონი, მატება 65%;
2 ფეროშენადნობები – $100.5 მილიონი, მატება 93%;
3 მსუბუქი ავტომობილები – $72.6 მილიონი, მატება 45%;
4 სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – $58.2 მილიონი, მატება 214%
5 ყურძნის ნატურალური ღვინოები – $33.2 მილიონი, მატება 43%;
6 მინერალური და მტკნარი წყლები – $23.3 მილიონი, მატება 26%;
7 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $20.2 მილიონი, 120%;
8 სპირტიანი სასმელები – $17.6 მილიონი, კლება 4%;
9 ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით – $13.4 მილიონი, მატება 53%;
10 თხილი და სხვა კაკალი – $13.3 მილიონი, კლება 18%.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share