მონობის ისტორიიდან
– ძველ რომში მონობისგან განთავსუფლებული ადამიანი მოქალაქე ხდებოდა, მაგრამ სრულ უფლებაუნარიანობას ყოფილი მონა ვერასდროს ვერ აღწევდა, მაგალითად: არჩევნებისას მონადყოფილის ხმა ყოფილ პატრონს შეეძლო ისე გამოეყენებინა როგორც სურდა, ასევე ყოფილი მონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ქონების ნახევარი ყოფილი პატრონის ან პატრონის მემკვიდრის იყო.
– არსებობდა ნებაყოფლობით მონად გახდომის წესი, იმ შემთვევაში თუ კი ადამიანი გაკოტრდებოდა, ანდა ოჯახის მარჩენალი გარდაიცვლებოდა, მოკლედ ისეთი პირობების დადგომისას როდესაც ვეღარ უზრუნველყოფდა საკუთარ თავს მინიმალური საკვებით და საცხოვრებელი ადგილით, მას შეეძლო მიემართა, რომელიმე შეძლებული ადამიანისათვის ეთხოვა მისთვის, მისი მონა გამხდარიყო. მდიდარის თანხმობის შემთხვევაში მონობა ასე ვთქვათ „ფორმდებოდა“ რის შემდეგაც მდიდარი იღებდა მხოლოდ გამოკვებისა და საცხოვრებელი ბინის მიცემის ვალდებულებას, მასვე შეეძლო ნებისმიერი ფორმით გამოეყენებინა მონა.
– რომში ასევე არსებობდა მონის მონობაც, კერძოდ ბატონის თანხმობის შემთვევაში მონას შეიძლება ჰყოლოდა საკუთარი მონა.
ეზოპე ამბობდა – მონობაზე დიდი უბედურება, მხოლოდ მონის მონობააო.
კახა ჩავლეშვილი