მეუფე ნიკოლოზმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა. მისი თქმით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება.
“ადრე რომ შევდიოდი მასთან მოსანახულებლად, ხან იჯდა, ხან ფეხზე დგებოდა. ახლა მესამე შემთხვევაა უკვე როდესაც მწოლიარე მხვდება. გაფერმკთალებულია უფრო მეტად, ვიდრე ადრე იყო, სულ იკლებს წონაში, განახევრებულია ადამიანი. გარეთ რომ იყოს ეს ადამიანი, ორი აზრი არ არსებობს, რომ აუცილებლად უცხოეთში წავიდოდა დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ”_ აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.