“ნაციონალურ მოძრაობაში” ძალიან ჯანსაღი პროცესის მოწმე ვართ და იმ ხალხმა, რომლებსაც წვრილ-წვრილი პარტიები აქვთ, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ფუჭი პარტიები, 1, 2, 3 %-იანები, რომლებიც ვერ აღწევენ სახალხო მხარდაჭერას, აი ამათმა უნდა იფიქრონ რა ხდება მათ პარტიებში _ ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.
“როდესაც პოლიტიკური პარტია არის მსხვილი, ბუნებრივია, აუცილებლად მივიდოდა იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა “ნაციონალური მოძრაობაა” . ეს არის შიდა კონკურენცია. ჩვენ ძალიან ჯანსაღი პროცესის მოწმე ვართ და იმ ხალხმა, რომლებსაც წვრილ-წვრილი პარტიები აქვთ, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ფუჭი პარტიები, 1, 2, 3 %-იანები, რომლებიც ვერ აღწევენ სახალხო მხარდაჭერას, აი ამათმა უნდა იფიქრონ რა ხდება მათ პარტიებში. ნაცმოძრაობამ პირდაპირ გვიჩვენა რა მოხდება გამსხვილებულ პარტიებში. შიდა კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” არ ვაღიარებ კლასიკურ პოლიტიკურ პარტიად, იმიტომ რომ ადამიანს არ ვაღიარებ პოლიტიკოსად, რომელიც გამარჯვებულთან მიდის, ეს პოლიტიკოსობას არ ნიშნავს. დამარცხებულიდან იბრძოლე და გაიმარჯვე, მანამდე არ ვაღიარებ, გამორიცხულია”_ განაცხადა მურმან დუმბაძემ.