ნუ ელოდებით ლიდერებს! ხალხი უნდა დადგეს ქუჩაში და მოითხოვოს ხელახალი არჩევნები – კახა გოგიძე

”პირველი,რაც არის გასაკეთებელი და ამას არც ლიდერი სჭირდება და არც გეგმა, ეს არის ხალხის სიმრავლე. ხალხი უნდა გავიდეს, დადგეს და მოითხოვოს ერთადერთი რამ – ხელახალი არჩევნები. რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი’ – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში“ მსახიობმა, კახა გოგიძემ განაცხადა.

ნუ ელოდებით ლიდერებს, ლიდერობის დრო დამთავრდა, დავანებოთ ოპოზიციას თავი, მათ თავისი გასაჭირი აქვთ, აქეთ, ჩვენ თუ მივეხმარებით“, – ამბობს გოგიძე.

მისივე თქმით, უწყვეტი პროტესტი და მუდმივობა ანგრევს ყველაფერს.

”ოპოზიციას თავი დავანებოთ, რასაც აკეთებენ, გააკეთონ, იქაც უნდა შეაწუხონ, სასამართლოშიც უნდა მივიდნენ, ამაზე ზედმეტია საუბარი, მაგრამ ის ხალხის სიმრავლე, აქ, ყველა ინდივიდზეა პასუხიმგებლობა – ჩემზე, თქვენზე. 

მეორე – ხალხმა, რომ დაიჯეროს ოპოზიციის, აუცილებლად, უნდა დაწერონ განცხადება, რომ ჩვენ გავდივართ, ცესკოში უნდა მიიტანონ.

ყველა პროცედურა ვიცით, რომ უნდა გამოცხადდეს პარლამენტი, შემდეგ შევიდნენ და დაწერონ. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლავე უნდა დაიწეროს განცხადება, რომ ჩვენ არ შევდივართ, ვხსნით სიას, ცესკოში შეიტანონ და საჭიროა, ხალხის სიმრავლე, არაფერი სხვა – არჩევნების მოთხოვნა.

მუდმივობა და ხალხის სიმრავლე! ნუ ელოდებით ლიდერებს, ლიდერობის დრო დამთავრდა, დავანებოთ ოპოზიციას თავი, მათ თავისი გასაჭირი აქვთ, აქეთ, ჩვენ თუ მივეხმარებით.

ნუ გაქვთ იმედი ნურცერთი სახელმწიფო იქნება, ძალოვანი თუ სასამართლო. ეგენი რუსებზე მუშაობენ, ყიდიან სამშობლოს, გაყიდულია უკვე.

თუ მათ გაიფორმეს პარლამენტი, შემდეგ მოხდება რა: რკინის ფარდას თავად აღმართავენ, არც აინტერესებთ ევროპა, ბაყაყს არ აინტერესებს ოკეანე, ბაყაყია – ჭაობში უნდა იცხოვროს. “ქოც-რუსები” თავად ჩაკეტავენ საქართველოს, გამოაცხადებენ რეფერენდუმს, გვსურს თუ არა ევროატლანტიკური საბჭოთა სივრცე, გააყალბებენ და წაიღებენ ამ ყველაფერს, ვინც აქ ვსხედვართ, მოგვკლავენ ან ციხეში ჩაგვაჯენენ, ყველანაირ პირობას შექმნიან, რომ დასავლეთისკენ არც კი გაიხედოს ადამიანმა. ხომ არ გჯერათ ეს ყველაფერი?! ასე არ სჯეროდათ, 21 წელს, როგორც მოხდა, ისე იქნება. უწყვეტი პროტესტი, მუდმივობა ანგრევს ყველაფერს” – განაცხადა გოგიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share