ახლა არის ბრძოლა გადარჩენისთვის, ან გადავრჩებით და ან რუსეთის გუბერნია გავხდებით-სალომე მგელაძე

ახლა არის ბრძოლა გადარჩენისთვის, ყოფნა-არყოფნის საკითხი, ან გადავრჩებით და ან რუსეთის გუბერნია გავხდებით, – ამის შესახებ ევროპათმცოდნე, სალომე მგელაძემ  განაცხადა.

ევროპათმცოდნე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება“ საზოგადოებას არაფრის უფლებას აღარ აძლევს და “სასამართლო სადამსჯელო ორგანოდ და ბოროტ ცირკად იქცა“

”კრემლის პროპაგანდის დამახასიათებელი ამბავია ისტორიის რევიზიონიზმი, ისინი სრულიად გვიცვლიან ისტორიას და როდესაც ისტორიას გამოაცლი ერს, ის აბსოლუტურად უსუსური რჩება და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის უფლება. სხვა გზა არ გვაქვს, ახლა არის ბრძოლა გადარჩენისთვის, ყოფნა-არყოფნის საკითხი, ან გადავრჩებით და ან რუსეთის გუბერნია გავხდებით, არ ვიცი, ადამიანებს რისი მოლოდინი აქვთ, მაინცდამაინც კრემლი უნდა ჩაგვიდგან, რომ იგრძნონ რუსეთი? ადამიანების ნაწილი ფაქტია, რომ ძალიან მოწყვლადია პროპაგანდაზე, ნაწილზე იმოქმედა რეპრესიებმა, ამას ყველა ვერ უძლებს. 

“ქართული ოცნება“ ყოველთვის იმით ტრაბახობდა, რომ ძველი ხელისუფლების დროს სიტყვის თავისუფლება არ იყო და ადამიანები თავისუფლად ვერ გამოხატავდნენ აზრს, ახლა არაფრის უფლებას აღარ გვაძლევენ, აღარც პროტესტის და ამასთან, სასამართლო იქცა სადამსჯელო ორგანოდ და ბოროტ ცირკად, რომელსაც შეხებაც კი არა აქვს სამართლინობასთან და აქამდეც მივიდა, ეს დე ფაქტო ხელისუფლება”- აცხადებს სალომე მგელაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share