პუტინის სტუმრებს, მოსკოვში ჩასასვლელად, საჰაერო სივრცე საქართველომ გაუხსნა

ბალტიის ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა, რუსეთში ჩასვლა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით შეძლო.

ინფორმაცია ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემა “ლაიფი“ წერს, რომ რობერტ ფიცო უკვე მოსკოვშია, თუმცა ამისთვის გრძელი გზა გაიარა.

მან დანიშნულების ადგილს უნგრეთის, რუმინეთის და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით მიაღწია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share