Euroscope-ის ექსკლუზივი – ბრიუსელში ვიზიტით მყოფ ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს, რომელმაც ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან ევროპის პოლიტიკის ცენტრში(EPC) შეხვედრა გამართა ევროპის, “ევროსკოპმა” ჰკითხა, როგორ აფასებს ჩეხეთის პრეზიდენტი, ნატოს ყოფილი მაღალჩინოსანი ვითარებას საქართველოში და რას უნდა ველოდოთ, თუკი საქართველომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობების ფანჯარა.
ჩეხეთის პრეზიდენტის პასუხი ასეთია:
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის რანგში შესაძლებლობა მქონდა საქართველოში ვიზიტით ორჯერ ჩავსულიყავი. მართლაც სამწუხაროა ჩემთვის, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროპულ ინსტიტუტებში დასრულებული არ არის. ეს დაიწყო 2008 წელს დიდი მოლოდინის შექმნით, დასჭირდა დიდი ხანი,რასაც საქართველოშიც და უკრაინაშიც მოყვა გარკვეული იმედგაცრუება ინტეგრაციისთვის შუალედური ნაბიჯების შეთავაზებით. საქართველოს მოსახლეობის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ნება იმ დროს, რაც კარგად მახსოვს, იყო ნამდვილად მაღალი.
დიდი ალბათობით იმედგაცრუების ხანგრძლივ პროცესს მოყვა იმ პარტიების წარმატება, რომლებიც ინტეგრაციის წინააღმდეგი იყვნენ. ჩემი აზრით, ჩვენ, ნატოსა და ევროკავშირში აქედან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან დამაზიანებელია როდესაც ვქმნით მოლოდინს და საბოლოოდ ამ მოლოდინს ვერ ვამართლებთ ან ამის ნება არ გვაქვს. სწორედ ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პარტნიორებთან მუშაობისას. დიდი მოლოდინი კი არ უნდა შევუქმნათ, არამედ ნელი ტემით ვიმუშაოთ ეტაპობრივ ინტეგრაციაზე იმ ნაბიჯებით, რომლის შედეგი იქნება ბუნებრივი ინტეგრაცია, რადგან მთლიანი პროცესი თითქმის დასრულებული იქნება. ვფიქრობ, ეს უფრო გინივრული მიდგომაა. საქართველოსთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გავაკეთებ. დიდი ალბათობით გარკვეული დრო დასჭირდება საქართველოს მოსახლეობას მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი ინტერესი და საჭიროება და თუ იქნება სიტუაცია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მზად იქნება და ევროპაც თავის მხრივ მოუსმენს, პროცესი შესაძლოა ისევ დაიწყოს, მაგრამ ჯერ იქამდე არ მივსულვართ”, -განაცხადა პეტერ პაველმა.