„საქართველოსთვის ამ ვითარებიდან გამოსავლის საუკეთესო გზა სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაა“ – ეს განცხადება “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
კესტუტის ბუდრისიმ პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლების ქმედებები მომიტინგებიის წინააღმდეგ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა იყო, ქართველ ხალხს კი უპირობა მხარდაჭერა გამოუცხადა.
ვფიქრობ არაერთხელ გავუშვით შესაძლებლობა უფრო მძლავრი გზავნილი გაგვეგზავნა საქართველოს ხელისუფლებისთვის მის მიერ არჩეული გზის გამო. ეს შეეხება კანონებს, რომლებითაც არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსი რეგულირდება. სხვადასხვა ორგანიზაციების ანგარიშში ვიხილეთ საარჩევნო დარღვევები. ვფიქრობ, ეს იყო განსაკუთრებული დრო, როდესაც ჩვენ უფრო ძლიერი გზავნილები უნდა გვქონოდა, მათ შორის სანქციებით. ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების ქმედებები მომიტინგებიის წინააღმდეგ. ეს იყო ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა. ცხადი იყო, რომ გაგრძელდებოდა დაღმასვლა. კიდევ უფრო შეიზღუდებოდა დემოკრატიული თავისუფლებები, რაც შეზღუდავდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის სივრცეს.საქართველოს არჩევანი იყო აერჩია ევროპა როგორც მომავალში ყოფნის ადგილი, ყველა ღირებულების გათვალისწინებით. ვიცით, რომ საქართველოს ხალხი, 80% მხარს უჭერს ევროპულ მომავალს და საქართველოს გადასაწყვეტია დაუბრუნდეს ევროპულ გზას.