“ახალგაზრდული ძალა” – ეს არის ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც საპროტესტო აქციებში ჩართულმა ახალგარზდებმა შექმნეს. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც თვეებია რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში დგანან და ფიქრობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საჭიროა მეტი ახალგაზრდის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში.
პროტესტის ხმა საქართველოს ყველა რეგიონიდან უნდა ისმოდეს – ეს არის ახალგაზრდების მთავარი განაცხადი, ამიტომ პოლიტიკური მოძრაობა იწყებს გუნდის დაკომპლექტებას რეგიონებშიც, რომ მოსახლეობას პირადად აუხსნან, რა როლი აქვს ქუჩის პროტესტით ზეწოლას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. პირველი რეგიონი აჭარა იქნება, სადაც ახალგაზრდები შეხვედრას გამართავენ.
სრულ მხარდაჭერას უცხადებენ „ახალგაზრდულ ძალას“ სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრები. ახლა ყველა თანხმდება, რომ ახალგაზრდული ხედვა, ბრძოლა და ჟინია აუცილებელი ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.